ჭადრაკი

18:51 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილი და ხოტენაშვილი ლიდერთა შორის იმყოფებიან

 გიბრალტარში გრძელდება დიდი საჭადრაკო ფესტივალი ქალებსა და ვაჟებს შორის, სადაც ორი ქართველი დიდოსტატი, ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი მონაწილეობენ.

მე-7 ტური წარმატებული გამოდგა ჩვენი მოჭადრაკეებისათვის. ჯავახიშვილმა ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე (2515), ხოლო ხოტენაშვილმა სამხრეთ აფრიკელი კენი სოლომონი (2351) დაამარცხა.

შვიდი ტურის შემდეგ, ქართველ დისოსტატებს 5-5 ქულა აქვთ და ქალთა შორის პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ ჩინელ ჟაო ქსიუესთან ერთად.

საერთო ჩათვლაში ასპარეზობას 6-6 ქულით ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2739) და ინდოელი შეხარ განგული (2619) ლიდერობენ. აღნიშნულ ჩათვლაში ჯავახიშვილს 25-ე, ხოლო ხოტენაშვილს 35-ე ადგილები უკავიათ.

მე-8 ტურში ლელა ბრაზილიის წარმომადგენელ სევაკ მხითარიანს (2566), ხოლო ბელა ბულგარელ ივან ჩეპარინოვს (2672) ეთამაშება.

0.120693