ჩინურ ვუსიში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-4 ტურში ქართველი ლელა ჯავახიშვილი (2464) შავი ფიგურებით მასპინძელ ჟონგი ტანს (2483) დაუპირისპირდა და 49-ე სვლაზე მარცხი განიცადა.
შედეგად, ტანმა 3.5 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნული ლიდერი შეიქმნა, ჯავახიშვილი კი 1.5 ქულით 10 მონაწილეს შორის მე-9 ადგილზე დამკვიდრდა.
მე-5 ტურში, რომელიც 5 ივნისს შედგება, ქართველი მოჭადრაკე თეთრებით რუს ვალენტინა გუნინას (2514) დაუპირისპირდება, რომელიც 2.5 ქულით მე-2 პოზიციაზეა.
ვუსის საჭადრაკო ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 9 ივნისს დასრულდება.