ტურნის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი იმედოვნებს, რომ ნახევარმცველი ანდრეა პირლო გუნდში დარჩება.
34 წლის ფეხბურთელს, “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბის ხელმძღვანელობა მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. 35 წლის მეკარემ, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება, Sky Italia-სთან საუბარში დააფიქსირა.
“კლუბის ხელმძღვანელობას პირლოს გაშვების უფლება არ აქვს. თუ ანდრეა წავა, ჩვენი გუნდი, უბრალოდ, გაჩერდება. ვიმედოვნებ, ეს დიდებული ფეხბურთელი ჩვენთან დარჩება”, - განაცხადა ბუფონმა.