იტალიის რანგით მე-3 ლიგა “ა2 სილვერში” მოთამაშე “როზეტო შარქსმა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი გიგა ჯანელიძე ირიცხება, ბოლო წინასასეზონო მატჩი ჩაატარა და ლიგის ახალწვეულ “ლატინა ბასკეტთან” 76:87 დამარცხდა.
19 წლის ქართველმა ფორვარდმა როზეტოელებს 4 ქულა შესძინა, ყველაზე შედეგიანი კი ამერიკელი ლეგიონერი დამიერ პიტსი იყო 28 ქულით. “ა2 სილვერში” სეზონი სტარტს 4-5 ოქტომბერს აიღებს და “შარქსი” სტუმრად “პროჯერს” ეთამაშება.