ფეხბურთი

20:54 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკერინი: “საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი”

იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ემანუელე ჯაკერინიმ, ესპანეთთან წაგების შემდეგ, იმ მიზეზზე ისაუბრა, რომლის გამოც, მან თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება ლეონარდო ბონუჩის დაუთმო. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა, თერთმეტმეტრიანების სერიაში, გადამწყვეტი დარტყმა გააცუდა და კონფედერაციის თასის ფინალში ესპანეთი გავიდა.

“თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად იმიტომ არ წავედი, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი. ბონუჩის ვუთხარი: “ლეონარდო, მიდი, შენ დაარტყი”. ვფიქრობდი, რომ ის გაიტანდა. სამწუხაროდ, თერთმეტმეტრიანების სერია ყოველთვის ლატარეაა.

იტალიამ თავი კარგად წარმოაჩინა. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. ამჯერად, არ გაგვიმართლა, მაგრამ ესპანელებს არაერთი პრობლემა შევუქმენით.” – ციტირებს ჯაკერინის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

თეგებიჯაკერინი
0.111436