ფეხბურთი

18:29 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯაფარიძე და გოგოლაძე ევროპის ლიგის საგზურებისთვის იბრძვიან

მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) 27-ე ტურში, “ტირასპოლმა”, რომლის ღირსებასაც ლაშა ჯაფარიძე იცავს, “სპერანცა” მიიღო და 2:0 დაამარცხა.

ქართველი განაპირა მცველი, რომელმაც წინა ტური გამოტოვა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ტირასპოლელებს 63 ქულით 12 გუნდში მე-2 ადგილი უკავიათ.

სომხეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში, ერევნის “ბანანცმა” სტუმრად “მიკასთან” 0:2 წააგო. უჩა გოგოლაძემ “ბანანცში” პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. ერევნელები 34 ქულით 8 გუნდში მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან.

“განძასარმა”, სადაც შოთა ჯიქია ირიცხება “ალაშკერტი” მიიღო და უქულოდ (0:2) დარჩა. ქართველი თავდამსხმელი, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, გამოჯანმრთელდა, მაგრამ მხოლოდ 18-კაციან განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა. “განძასარი” 24 ქულით მეექვსეა.

0.122003