ფეხბურთი

18:44 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: “თავს გმირად არ მივიჩნევ”

 

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ უკრაინულ ინტერნეტპორტალ xsport.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლეგ გუსევთან დაკავშირებულ ეპიზოდში გმირობა არ ჩაუდენია. 

ჯაბა კანკავა: “იმით დავიწყოთ, რომ თავს გმირად არ მივიჩნევ. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ეს უკვე მეოთხედ მკითხეს. უბრალოდ, ის გავაკეთე, რაც იმ სიტუაციაში უნდა გამეკეთებინა. ვფიქრობ, ჩემს ადგილზე ნებისმიერი მოთამაშე ასე მოიქცეოდა. თუმცა, მე გუსევთან სხვებზე უფრო ახლოს აღმოვჩნდი”.

- დინამიური მომენტი გახლდათ და თქვენ მაშინვე მიხვდით, რომ ადამიანი უგონოდ იყო. ინტუიციით მიხვდით, რომ გუსევს რაღაც ცუდი შეემთხვევა?

- შეჯახების მომენტი და ის, რომ ოლეგმა თვალები დახუჭა ნათლად დავინახე. ამ დროს მაშინვე მიხვდები ადამიანს რაც მოუვიდა და მაშინვე მასთან აღმოვჩნდი.

- ხელი და თითები როგორ გაქვთ? ეპიზოდის შემდეგ სახეზე ტკივილი გეტყობოდათ.

- ნორმალურად ვარ, ხელი და თითებიც ნორმალურად მაქვს. ოლეგმა ცოტა მიკბინა, მაგრამ მთავარია გუსევი კარგად იყოს.

- “დნიპრომ” კიეველები რის ხარჯზე დაამარცხა?

- პირველ ყოვლისა, დაცვაში ორგანიზებული და კარგი თამაშით. საკუთარ მომენტს ველოდით და როდესაც ისინი იქმნებოდა, მათ რეალიზებას ვახდენდით. მთელი საიდუმლო ესაა. 

- გუნდში ჯერ ჩემპიონობაზე არ საუბრობენ?

- არა. არავითარი მსგავსი საუბარი არ ყოფილა და გუნდში მსგავსი განწყობა არაა. ჩვენ მიზანმიმართულად ვემზადებით მომდევნო თამაშისთვის და მხოლოდ მომავალ მეტოქეზე ვფიქრობთ.

0.118249