კალათბურთი

15:58 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიურანტის სერია 41 მატჩზე შეწყდა

ოკლაჰომა სიტი სანდერის” ვარსკვლავმა კევინ დიურანტმა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის რეკორდი კი დაამხო, თუმცა მომდევნო შეხვედრაშივე წარმატებული სერია შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ზედიზედ ჩატარებულ იმ მატჩებს, რომლებშიც დიურანტი მინიმუმ 25 ქულას აგდებდა. კევინის სერია, რომელიც 41 თამაშს შეადგენდა, “საკრამენტო კინგზთან” მატჩში შეწყდა.

აღნიშნული თამაში ოკლაჰომელებმა 107:92 იმარჯვეს, დიურანტმა კი “მხოლოდ” 23 ქულის ჩაგდება მოახერხა. მიუხედავად ამისა, კევინი უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც 25 და მეტი ქულა მიჯრით 41 მატჩში მიითვალა.

მიმდინარე სეზონში ჩემპიონ “მაიამი ჰითის” დამარცხება უკვე მეოთხედ მოახერხა “ბრუკლინ ნეთსმა”. ფლორიდელებმა ლებრონ ჯეიმსის 29 ქულის და 10 მოხსნის მოუხედავად მინიმალური სხვაობით (87:88) წააგეს, ბრუკლინელთაგან კი 10-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი გადასცდა.

 

ატლანტა – დეტროიტი 95:102 (27:35, 25:23, 26:23, 17:21)

ატლანტა: მილსეპი (24 ქ. 12 მ.), ტიგი (15 ქ. 9 პ.), ანტიჩი (13 ქ. 9 მ.), კორვერი (12 ქ.), კეროლი (8 ქ. 9 მ.); მაკი (10 ქ.), სკოტი (4 ქ.), ბრენდი (4 ქ. 7 მ.), მარტინი (3 ქ.), შრედერი (2 ქ.).

დეტროიტი: სტაკი (29 ქ.), მონრო (21 ქ. 13 მ.), დრამონდი (19 ქ. 17 მ.), ჯენინგსი (7 ქ. 6 პ.), სინგლერი (2 ქ.); სივა (10 ქ.), იერებკო (8 ქ. 8 მ.), კოლდუელ-პოუპი (6 ქ.).

 

მაიამი – ბრუკლინი 87:88 (14:26, 29:18, 22:18, 22:26)

მაიამი: ჯეიმსი (29 ქ. 10 მ. 6 პ.), ბოში (12 ქ.), ჩალმერსი (7 ქ.), დუგლასი (6 ქ.), ბატიე (3 ქ.); კოული (10 ქ.), ლუისი (9 ქ.), ალენი (6 ქ.), ანდერსენი (5 ქ.).

ბრუკლინი: ჯონსონი (19 ქ.), პირსი (14 ქ.), უილიამსი (8 ქ. 6 პ.), პლამლი (8 ქ. 8 მ.), ლივინგსტონი (4 ქ.); ტორნტონი (16 ქ.), ტელეტოვიჩი (11 ქ.), ანდერსონი (7 ქ.), კირილენკო (1 ქ.).

 

მინესოტა – სან ანტონიო 110:91 (27:19, 27:15, 31:29, 25:28)

მინესოტა: რუბიო (23 ქ. 7 პ.), ლავი (19 ქ. 12 მ.), ბრიუერი (14 ქ.), ჯენგი (12 ქ. 15 მ.), ჰამელი (9 ქ. 7 მ.); მბა ა მუტე (11 ქ.), ტურიაფი (10 ქ. 9 მ.), ბარეა (7 ქ.), კანინგემი (5 ქ.), შვედი, ჯეფერსი.

სან ანტონიო: ჯოზეფი (13 ქ.), დიაო (13 ქ.), ლენარდი (11 ქ.), დანკანი (10 ქ. 4 დ.), გრინი (5 ქ.); ბონერი (11 ქ.), მილსი (8 ქ.), ჯინობილი (7 ქ.), ეირსი (7 ქ.), ბელინელი (3 ქ.), დეი (2 ქ.), სპლიტერი (1 ქ.), ჯეიმსი.

 

იუტა – დალასი 83:95 (25:39, 21:22, 19:20, 18:14)

იუტა: ფეივორსი (19 ქ. 7 მ.), ჯეფერსონი (15 ქ.), ჰეივორდი (11 ქ.), ბერკი (4 ქ.), უილიამსი; კანტერი (15 ქ. 19 მ.), ბერკსი (10 ქ.), ევანსი (6 ქ. 11 მ.), გარეტი (3 ქ.).

დალასი: ნოვიცკი (21 ქ.), ელისი (16 ქ.), კალდერონი (10 ქ.), მერიონი (10 ქ.), დალემბერტი (10 ქ.); კარტერი (13 ქ.), ჰარისი (9 ქ. 6 პ.), ბლეირი (4 ქ.), ელინგტონი (2 ქ.), ლარკინი, კრაუდერი, რაიტი.

 

საკრამენტო – ოკლაჰომა სიტი 92:107 (27:30, 22:31, 28:24, 15:22)

საკრამენტო: აუტლო (24 ქ.). კაზინსი (24 ქ. 14 მ.), მაკლემორი (11 ქ. 8 მ.), ტომპსონი (11 ქ. 7 მ.), მაკკალუმი (7 ქ.); კანინგემი (8 ქ.), ეისი (6 ქ.), უილიამსი (1 ქ.), გრეი.

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (23 ქ.), იბაკა (19 ქ.), ჯეკსონი (13 ქ.), პერკინსი (3 ქ.), სეფოლოშა (2 ქ.); ბატლერი (23 ქ.), ლემბი (10 ქ.), კოლისონი (7 ქ. 7 მ.), ადამსი (5 ქ.), ფიშერი (2 ქ.), რობერსონი, ჯონსი, ტაბიტი.

 

ლეიკერსი – ჰიუსტონი 130:145 (26:35, 35:31, 29:49, 40:30)

ლეიკერსი: მიკსი (30 ქ. 6 პ.), კელი (18 ქ.), ჰილი (12 ქ.), ჯონსონი (11 ქ.), მარშალი; იანგი (32 ქ.), ფარმარი (15 ქ. 8 პ.), საკრე (6 ქ.), ნეში (3 ქ.), ბრუკსი (3 ქ.).

ჰიუსტონი: ჰარდენი (33 ქ. 12 პ.), ჯონსი (33 ქ. 7 მ.), პარსონსი (19 ქ. 8 პ.), აშიკი (10 ქ. 15 მ.), ლინი (9 ქ. 6 პ.); კენანი (15 ქ.), მოტეიუნასი (13 ქ. 15 მ.), კასპი (6 ქ.), გარსია (5 ქ.), ჰემილტონი.

0.116301