კალათბურთი

0:46 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიურანტი ოფიციალურად აღიარეს

კევინ დიურანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2013-14 წლების რეგულარული ჩემპიონატის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) ოფიციალურად დაასახელეს. აღნიშნულის შესახებ ნბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

“ოკლაჰომა სიტის” ფორვარდი, რომელიც ჩემპიონატში საშუალოდ 32.0 ქულას, 7.4 მოხსნას და 5.5 პასს აგროვებდა, სეზონის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულის მფლობელი კარიერაში პირველად გახდა.

გამოკითხვაში მონაწილე 124 ჟურნალისტიდან დიურანტს პირველი ადგილი 119-მა მისცა, დანარჩენებმა კი მხარი “მაიამი ჰითის” ფორვარდ ლებრონ ჯეიმსს დაუჭირეს.

 

1. კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”) 1232 ქულა

2. ლებრონ ჯეიმსი (“მაიამი”) 891

3. ბლეიკ გრიფინი (“კლიპერსი”) 434

4. ჟოაკიმ ნოა (“ჩიკაგო”) 322

5. ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”) 85

6. სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”) 66

7. კრის პოლი (“კლიპერსი”) 45

8. ელ ჯეფერსონი (“შარლოტი”) 34

9. პოლ ჯორჯი (“ინდიანა”) 33

10. ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”) 26

11. კევინ ლავი (“მინესოტა”) 25

12. ტიმ დანკანი (“სან ანტონიო”) 21

13. ტონი პარკერი (“სან ანტონიო”) 21

14. დირკ ნოვიცკი (“დალასი”) 7

15. კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”) 4

16. გორან დრაგიჩი (“ფინიქსი”) 3

17. მაიკ კონლი (“მემფისი”) 1

0.12166