დალასის" ლეგენდარულმა გერმანელმა ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ, კარიერის განმავლობაში 9000 მოხსნიან ნიშნულს გადააბიჯა, - იტყობინება NBA-ს ოფიციალური საიტი. დირკმა ეს საიუბილეო ციფრი რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში, "ბრუკლინთან" დაპირისპირებისას, მეოთხე მეოთხედში დააფიქსირა.
ნოვიცკი ლიგის ისტორიაში გახდა მეექვსე მოთამაშე, რომელმაც კარიერის განმავლობაში 24000 ქულიანი და 9000 მოხსნიანი ზღვარი გადალახა. ადრე, ეს შეძლეს ისეთმა სახელოვანმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან უილტ ჩემბერლენი, ქარიმ აბდულ ჯაბარი, ელვინ ჰეისი, მოზეს მელოუნი, კარლ მელოუნი, შაკილ ონილი, ჰაკიმ ოლაჯუონი, პატრიკ იუინგი და კევინ გარნეტი.
"ნეთსთან" დაპირისპირება დირკმა 16 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა.