თამაშგარე

11:16 | 22.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

დიოსა კანალესი ვენესუელის ნაკრებისთვის გაიხდის

თუკი პარაგვაის ნაკრებს მკერდდალოცვილი ლარისა რიკელმე გულშემატკივრობს, რომლის სილამაზის შესახებ მსოფლიოში უკვე ლეგენდები დადის, თავისი მშვენიერი თილისმა ვენესუელის ნაკრებსაც ჰყოლია. ვენესუელის ნაკრებს ამ ქვეყანაში ცნობილი 22 წლის კარაკასელი მომღერალი და მოდელი, დიოსა კანალესი გულშემატკივრობს, რომელიც თავისი თავისუფალი ქცევით საქვეყნოდაა ცნობილი.
დიოსა კანალესმა ვენესუელის ნაკრების მხარდასაჭერად სამოსი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, არგენტინაში გამართული კოპა ამერიკის დროს შემოიძარცვა, როდესაც ვენესუელის გუნდმა ჩილეს ნაკრებს სძლია და მთელი ვენესუელა სიხარულის შოკში ჩააგდო. მშვენიერმა დიანამ მაისური ტრიბუნებზევე გაიძრო და არგენტინაში ჩასული ათასობით ვენესუელელის ალალი თვალთა ფახული დაიმსახურა.
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დიოსა კანალესი დღესაც არ ცხრება და იქადნება, რომ თუკი ვენესუელის ეროვნული გუნდი სრულიად ვენესუელის ოცნებას აასრულებს და ბრაზილიაში გასამართი მსოფლოს 2014 წლის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გააღწევს, იგი არა მხოლოდ ზედატანს, საწმერთულსაც შემოიძარცვავს და დედიშობილა წარუდგება ვენესუელელ საზოგადოებას. მოკლედ, ახლა ყველაფერი ვენესუელის ნაკრების შემართებასა და მონდომებაზეა, თორემ აშკარაა, რომ მშვენიერ დიოსას ერთი სული აქვს როდის გაიხდის...
 

0.176413