ინტერვიუები

10:27 | 26.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

დინიარ ბილიალედინოვი: “ევერტონს” ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს”

სანამ დინიარ ბილიალედინოვი ლივერპულის “ევერტონში” გადავიდოდა, იგი “ლოკომოტივის” კაპიტანი და მოსკოველთა ერთ-ერთი ლიდერი იყო. რუს ფეხბურთელს ინგლისელი გულშემატკივრების გულის მოსაგებად მხოლოდ ოთხი თვე დასჭირდა. იგი ახერხებს გატანასაც, საგოლე გადაცემების გაკეთებასაც და სხვა კოლოსალური სამუშაოს შესრულებასაც. აი, მისი გუნდი კი გულშემატკივართა გახარებას ვერაფრით ახერხებს და დევიდ მოიესის გუნდს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ ორი ქულა აშორებს.
ლივერპულელთა ასეთ ჩავარდნას არავინ ელოდა. მეტიც, იყო მოლოდინი იმისა, რომ “ევერტონი” “ასტონ ვილასთან” და “ტოტენჰემთან” ერთად, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძოლებდა მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება. ცოტა ხნის წინ ბილიალედინოვმა და მისმა თანაგუნდელებმა კლუბში არსებული სიტუაცია შეაფასეს და პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ პრემიერლიგაში დარჩენის საკითხის ვადაზე ადრე გადაწყვეტისთვის.
- დინიარ, თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს “ევერტონის” პრობლემა, რატომ ვერ ამართლებს გუნდი მოლოდინს?
- ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგად გამოგვდის პასებით თამაში, მაგრამ ამ პლუსს ხშირად არ ვიყენებთ. გარდა ამისა, ხელიდან ვუშვებთ გოლის გატანის ბევრ მომენტს.
- თქვენ თქვით, რომ პასებით იშვიათად თამაშობთ, მაგრამ გუნდი სახიფათო მომენტების შექმნას მაინც ახერხებს...
- გამოდის, რომ მაქსიმალურად ვერ ვტვირთავთ ჩვენს თავდამსხმელებს. ვცდილობთ ვითამაშოთ პრესინგი, მაგრამ ყოველთვის მიზანს ვერ ვაღწევთ. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ მატჩების უმეტესობაში თავიდანვე ვფლობთ ინიციატივას, ვახერხებთ გოლის გატანასაც, მაგრამ შემდეგ უპირატესობას ხელიდან ვუშვებთ. ეს ყველფერი აუხსნელია. როგორც ჩანს, გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმების იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრებში თქვენი პარტნიორი, იური ჟირკოვი, შესაძლოა “ევერტონში” ვიხილოთ...
- მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა მკითხა, ხომ არ ვიცოდი, როგორ გრძნობს იგი თავს “ჩელსიში”. მეტის არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან სატრანსფერო საკითხებს მე არ ვწყვეტ.

 

0.117209