თბილისის “დინამოს” თურქული საწვრთნელი შეკრების მესამე დღე დილის სპეციფიური ვარჯიშით დაიწყო. პოლონურ კლუბთან გამართული ტესტ-მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებს წყლის აღგენითი პროცედურა ჩაუტარდათ, საღამოს კი მალხაზ ჟვანიამ ფეხბურთელები მოედანზე დატვირთა.
დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, აქცენტი ტექნიკურ-ტაქტიკურ ვარჯიშზე გაკეთდა, წვრთნის მეორე ნაწილი კი სატრენაჟორო დარბაზში ძალაზე მუშაობას დაეთმო.
დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ოთარ კაკაბაძეს, დავით ხურცილავას და გიორგი მერებაშვილს, რომლებიც “პოდბესკიძიესთან” ჩატარებულ შეხვედრაში დაშავდნენ.