27 იანვარს თბილისის “დინამო” თურქულ შეკრებაზე თბილისი-სტამბული-ანტალიის რეისით გაემგზავრა. გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დინამოელები სასტუმრო Titanic Delux Belek-ში დაბინავდნენ.
ანთალიური მოსამზადებელი ეტაპის პირველ დღეს მალხაზ ჟვანიამ გუნდი მსუბუქად დატვირთა, 28 იანვარს კი თბილისელი ფეხბურთელები პირველ სპარინგ-მატჩს გამართავენ. დინამოელები პოლონეთის ეკსტრაკლასას წარმომადგენელს, ბიელსკო-ბიალას “პოდბესკიძიეს” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირი ვიდეო-რეპორტაჟი კი “დინამოს” ვებ-გვერდზე (www.fcdinamo.ge) იგეგმება.
ცოტა რამ “დინამოს” მომავალ მეტოქის შესახებ. 1907
დინამოელთა მომავალმა სპარინგ-მეტოქემ 2011
გასული სეზონი გუნდმა მე-12 პოზიციაზე დაასრულა. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ, “პოდბესკიძიე” 17 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.
ჩემპიონატის მე-2 ეტაპს პოლონური გუნდი საშინაო შეხვედრით განაახლებს, 14 თებერვალს, ლოძის “ვიძევის” წინააღმდეგ. დღემდე, “პოდბესკიძიემ” მოსამზადებელ ეტაპზე სამშობლოში სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.
11.01.2014
ზაგლებიე სოსნოვიცე – პოდბესკიძიე 2:1
გოლი: მისინსკი
18.01.2014
გორნიკ ვალბრჟიჩი – პოდბესკიძიე 1:6
გოლები: დეჟა, ბუინიცკი, კოლოძიეა, ადუ, ხრაპეკი, სოკოლოვსკი
23.01.2014
პოდბესკიძიე – სანდეცია 3:0
გოლები: ხმიელი, პიეტრასიაკი, სოკოლოვსკი.
აღსანიშნავია, რომ 27 იანვარს “პოდბესკიძიე” ორ სპარინგ შეხვედრას ჩაატარებს. თბილისის დროით 13:00 საათზე პოლონელები რუსეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე “ხიმკის” დაუპირისპირდებიან, თბილისის დროით 19:00 საათზე კი დინამოსა და “პოდბესკიძიეს” მატჩი დაიწყება.