ფეხბურთი

18:47 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” ფიზმომზადებაზე ზორან შკერიანეცი იზრუნებს

თბილისის “დინამოს” ფიზმომზადების მწვრთნელად ხორვატი ზორან შკერიანეცი დაინიშნა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ოფიციალური ვებგევრდი იუწყება.

49 წლის შკერიანეცს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ზაგრების “დინამოში”, “რიეკასა” და ესპანურ “უელვაში” უთამაშია.

1998-2011 წლებში, ის “რიეკაში” მუშაობდა, სადაც პირველი და ახალგაზრდული გუნდების ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ზრუნავდა.

2011-2012 წლების სეზონში, შკერიანეცი საუდის არაბეთის კლუბ “ალ ჰაზმიში” მუშაობდა, ხოლო განვლილ სეზონში კვლავ “რიეკაში” დაბრუნდა.

“დინამოდან” დუშან უჰრინთან ერთად, მისი ასისტენტების მიხაილ რუკავიჩკასა და დრაგუშ პიკუს წასვლის შემდეგ, ახალ მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანიას გუნდის ფიზმომზადებაში შკერიანეცი დაეხმარება.


 

0.116335