ფეხბურთი

19:40 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” 375000 ევრო , “ჩიხურას” 390000, “ზესტაფონს” 130000, "სიონს" 120000

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ თანხების რაოდენობა გამოაქვეყნა, რომელსაც 2014-2015 წლების სეზონში კლუბები ჩემპიონთა ლიგაში და ევროპის ლიგაში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე მიიღებენ.

ჩემპიონთა ლიგაში და უეფას სუპერთასისთვის 1 340000000 ევრო დაიხარჯება. ეროვნული ჩემპიონატების ყველა გამარჯვებულს ანგარიშზე 200000 ევრო ჩაერიცხება. ის გუნდები, რომელიც გათამაშებას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშნენ 150000 ევროს მიიღებენ, მეორე ეტაპიდან გავარდნილები – 175000-ს, ხოლო მესამედან – 200000 ათასს. პლეი ოფში გასვლისთვის კლუბები სალაროს 2,1 მილიონი ევროთი შეავსებენ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი 32-ვე გუნდი 8600000-8600000 ევროთი გამდიდრდება. ჯგუფში თითო მატჩის მოგება მილიონ ევროდ ფასობს, ხოლო ფრე- 500000-ად. 1/8-ფინალში გასვლისთვის გუნდები 3500000-3500000 ევროთი დაჯილდოვდებიან, 1/4-ფინალში – 3900000-ით, 1/2-ფინალში – 4900000-ით. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 10500000 ევროს “ჩაიჯიბავს”, ხოლო ფინალისტი – 6500000-ს. ლიგის მომგებს შეუძლია საერთო ჯამში 37400000 ევროთი იხეიროს, რასაც მარკეტინგული მხრიდან შემოსული თანხა ემატება. ამ მონაცემების მიხედვით, მეორე საკვალიფიკაციოდან გავარდნილი თბილისის “დინამო” წელს ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლისთვის 375000 ევრო მიიღებს.

აქვე გეტყვით, რომ 2014 წელს უეფას სუპერთასის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” სამ მილიონ ევროს დაისაკუთრებს, ხოლო დამარცხებული “სევილია” – 2200000-ს.

 ევროპის ლიგის მონაწილეებზე 208750000 ევრო განაწილდება. აქვე გეტყვით, რომ გასული სეზონის მსგავსად ჩემპიონთა ლიგის შემოსავლებიდან 40 მილიონ ევროს, ამ სეზონშიც ევროპის ლიგის მონაწილეებს გადაურიცხავენ. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეები 120000-120000 ევროს მიიღებენ, მეორე საკვალიფიკაციო გასულები – 130000-130000-ს, ხოლო მესამეზე – 140000-140000-ს. პლეი ოფიდან გავარდნილები – 150000-150000-ს. 

ჯგუფური ეტაპის 48 გუნდიდან თითოეული 1300000-130000 ევროთი დასაჩუქრდება. ჯგუფში გამარჯვება 200000 ევროდ ფასდება, ფრე კი – 100000-ად. ჯგუფის გამარჯვებული 400000 ევროთი გამდიდრდება, მეორეადგილოსანი – 200000-ით.

1/16-ფინალში გასვლისთვის ყოველ გუნდზე 200000-200000 ევროა გათვალისწინებული, 1/8-ფინალში მოხვედრისთვის 350000-350000, 1/4-ფინალში 4500000-4500000, 1/2-ფინალში მილიონ-მილიონი. ევროპის ლიგის გამარჯვებული 5000000 ევროს დაისაკუთრებს, ხოლო ფინალისტი – 2500000-ს. საერთო ჯამში, ევროპის ლიგის მომგები სატელევიზიო ბაზრიდან შემოსული თანხების გაუთვალისწინებლად 9900000 ევროთი დაჯილდოვდება.

გამოდის, რომ საჩხერის “ჩიხურა”, რომელმაც მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპამდე გააღწია, ხაზინას 390000 ევროთი შეავსებს, მეორე ეტაპიდან გამოთიშული “ზესტაფონი” 130000-ით, ხოლო პირველი ეტაპიდან გავარდნილი "სიონი" 120000-ით. 

0.144055