თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის 13-წლამდელთა გუნდმა, რომელსაც ოთარ გაგნიძე წვრთნის, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი (“დინამიადა”) მოიგო.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ჯგუფურ ეტაპზე მოსკოველ თანაკლუბელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს. დინამიადის ფინალურ მატჩში ჩვენმა გუნდმა მოსკოვის დინამო - 3:2 დაამარცხა. მატჩი თბილისელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ, ზუკა დავითაშვილმა და ნიკა ნინუამ გაიტანეს.
ფინალურ მატჩში დინამოელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
ბულისკერია, ჯიჭონაია, გაბელაია, ბექა ხარშილაძე, ბასარია, ნინუა, ჩაკვეტაძე, გიორგი ხარშილაძე, ჩიქოვანი, დავითაშვილი, დარცმელია
შეცვლაზე შევიდნენ: გულდედავა, საღირაშვილი, ბერიაშვილი
ფოტო fcdinamo.ge