ფეხბურთი

18:12 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” “ვიტ ჯორჯიას” ვერაფერი მოუხერხა

სუსხიანმა ამინდმა თავისი გაიტანა და კვირას, შუადღისას, “დინამო არენაზე” ძალიან ცოტა მაყურებელი მივიდა. “გლადიატორები” ისხდნენ ტრადიციულ ადგილზე და ეგ იყო, ვიპ-ლოჟის გარდა ტრიბუნებზე თითქმის არავინ იყო. სიცივემ მატჩსაც დაასვა დაღი, ფეხბურთელები თითქოს კი იბრძოდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. პირველი მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი ეპიზოდი მე-11 წუთზე მოხდა, როცა სტუმარმა გიორგი გეთიაშვილმა იყოჩაღა, დაარტყა, მაგრამ მისმა სეხნია ლორიამ მოიგერია. მერე დავით სიჭინავამ სცადა გატანა, მაგრამ ამაოდ. მასპინძლები პირველი ტაიმის მიწურულს გამოფხიზლდნენ, ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს, თუმცა კიდევ გავიმეორებთ, რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. მეორე ტაიმშიც დაახლოებით იგივე გაგრძელდა, ერთხელ ჩისკო დარჩა დაუშვილთან პირისპირ, მაგრამ მისმა დარტყმულმა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა მარცხენა ძელს. და როცა ყველას ეგონა მატჩი ფრედ დამთავრდებაო, სტუმარმა “ვეტერინარებმა” გამარჯვების გოლი გაიტანეს. დამთავრებამდე ორიოდ წუთი რჩებოდა, როცა გიორგი კორიფაძემ საჯარიმო მეკარის ბაქანთან ჩააწოდა, იქ კი ყელას ლაშა კასრაძემ დაასწრო და ბურთი თავით გადაგზავნა ლორიას კარში - 0:1 “ვიტ ჯორჯიას” სასარგებლოდ. ზურაბ ბერიძის შეგირდებს არცთუ იოლი სატურნირო მდგომარეობა აქვთ, ამიტომ ეს გამარჯვება მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო. “დინამო” კი კვლავ ერთპიროვნულ ლიდერად რჩება, და “ჩიხურას” (რომელიც დღეს გორში “დილას” უგოლოდ დაშორდა) 5 ქულით უსწრებს. წლეულს ეს დინამოელთა პირველი საშინაო მარცხი გახლდათ. საერთო ჩათვლაში კი მანამდე თბილისელებს მხოლოდ ლანჩხუთის “გურიასთან” ჰქონდათ პირველ წრეში წაგებული (1:2).

შესვენებაზე ერთი სასიამოვნო ღონისძიება გაიმართა. “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ კლუბის აკადემიის 13-წლამდელთა გუნდი დააჯილდოვა, რომლებმაც ორიოდ დღის წინათ სანქტ პეტერბურგში საერთაშორისო ტურნირი (დინამიადა) მოიგეს. ფინალში ჩვენმა ჭაბუკებმა მოსკოვის დინამოელ თანატოლებს 3:2 სძლიეს.

 

მატჩის შემდეგ:

ზურაბ ბერიძე (“ვიტ ჯორჯია”): “რთულ თამაშს ველოდით და ასეც გამოდგა. იქიდან გამომდინარე, რომ დინამო ძალიან კარგი გუნდია და ახალი მწვრთნელი ჰყავს, ეს ახალ სტიმულსაც მატებდა ჩვენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას, ბიჭებმა თითქმის ყველა ის დავალება შეასრულეს, რომელიც მატჩამდე მივეცით. კმაყოფილი ვარ, შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც.”

მალხაზ ჟვანია (“დინამო”): “პირველ რიგში მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას. სამწუხაროდ დღევანდელ შეხვედრაში დინამოელების მხრიდან არ იგრძნობოდა ბრძოლის ჟინი, მონდომება.  დაუშვებელია მეტოქის შეუფასებლობა. მოედანზე თუ ბოლომდე არ იბრძოლე გამარჯვებას ვერ მიაღწევ. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა.”

 

დინამო (თბილისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:1 (0:0)

15 დეკემბერი. თბილისი. “დინამო არენა.”

დინამო: ლორია, ხურცილავა, ხმალაძე, კვირკველია, კვარაცხელია, პაპავა, შაშიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი (პაპუნაშვილი 85), ჩისკო, გოგა (მერებაშვილი 55), ვუო (დვალი 68)

მწვრთნელი: ლაშა ჟვანია

ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, გეთიაშვილი, კასრაძე, კორიფაძე, ადამაძე, კუხალეიშვილი (ლობჯანიძე 64), მჭედლიშვილი, მაისურაძე, სიჭინავა (ღიბრაძე 85), ჯანელიძე, წყაროზია (დავლაშელიძე 77)

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გოლი: 0:1 ლაშა კასრაძე (89)

გაფრთხილება: გოგა (33), ხურცილავა (66); სიჭინავა (43)

მსაჯი: ბაკურ ნინუა

 

15 დეკემბერი

 

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დავით სვანიძე (30), 2:0 ვალერი აბრამიძე (90)

 

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0

 

14 დეკემბერი

მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 გიორგი ჩირგაძე (17), 2:0 გიორგი გავაშელიშვილი (49), 3:0 გიორგი ჩირგაძე (72), 3:1 მამუკა ტორონჯაძე (89)

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1, 0:2 ირაკლი ეხვაია (49, 50), 1:2 რევაზ ბარაბაძე (79)

 

ზესტაფონი – სპარტაკი (ცხინვალი) – გადაიდო

 

1 დინამო         17      12      3       2       40:13 39
2  ჩიხურა         17      10      4       3       34:21  34
3  გურია         17      9       0       8       20:24  27
4  დილა           17      7       6       4       23:15  27
5  სიონი            17      7       5       5       21:18 26
6  მეტალურგი    17      7       5       5       23:22  26
7  ზესტაფონი      16      6       4       6       18:15 22
8  ტორპედო        17      6       4       7       19:19 22
9  ვიტ ჯორჯია    17      6       4       7       20:23 22
10  სპარტაკი       16      4       1       11      13:24 13
11  მერანი                  17      4       1       12      14:34 13
12  ზუგდიდი        17      2       5       10      7:24 11

 

მეგოლეები:

12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)


0.292812