თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე თურქმენეთის 2012 წლის ჩემპიონთან და თასის მფლობელ “ნებითჩისთან” ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.
საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ განვლილ მატჩში გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
დაუშვილი, პაპავა, ხიდეშელი (რეხვიაშვილი, 60), გველესიანი, კვირკველია, პაპუნაშვილი, ძარია, გიორგი ჯანელიძე (ცინცაძე, 70), ჩისკო, ვუო (გორგიაშვილი, 78), მერებაშვილი (გოგა, 46).
ტრავმების გამო თბილისელებს მეკარე გიორგი ლორია და თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე ვერ დაეხმარნენ.
მე-6 წუთზე ანგარიში ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ გახსნა. 30-ე წუთზე გიორგი მერებაშვილის მიერ დარტყმული პენალტის შემდეგ, თურქმენების მეკარემ ბურთი მოიგერია და დამატებაზე უკვე მერებაშვილს მიზანმა აღარ უმტყუნა. 59-ე წუთზე, “ნებითჩიმ” საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 88-ეზე ჩისკომ საბოლოო წერტილი დასვა.
ანთალიიდან “დინამო” თბილისში 11 თებერვალს დაბრუნდება და ჩემპიონატის განახლებისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს.
ფოტო fcdinamo.ge