ფეხბურთი

19:46 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” შეკრება თურქეთში და ჰოლანდიაში დაგეგმა

თბილისის “დინამო” ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ორ შეკრებას გაივლის.

საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისელები ახალი მთავარი მწვრთნელის მიხალ ბილეკის ხელმძღვანელობით 10 ივნისს თურქეთის მთის კურორტ კარტეპეში გაემგზავრებიან. შეკრებაზე ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთდება და გუნდი ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. “დინამოს” ფეხბურთელები, რომლებიც საუდის არაბეთთან (2:0) და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან (0:1) ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდნენ, თურქეთში 15 ივნისს ჩავლენ.

კარტეპედან დაბრუნების მერე, “დინამო” ჰოლანდიას მიაშურებს და ამსტერდამიდან 100 კილომეტრით დაშორებულ დაბა ჰუნდერლოში მოემზადება. ჰოლანდიაში თბილისელები 4 სპარინგს გამართავენ.

0.115516