თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ “მსოფლიო სპორტი” ორშაბათს უკვე იუწყებოდა.
ეს ინფორმაცია სამშაბათს საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.
“საფეხბურთო კლუბ “დინამო” თბილისის შემადგენლობაში ცვლილებებია. კლუბსა და ფეხბურთელებს შორის შეთანხმების საფუძველზე “დინამო” დატოვეს ლევან ხმალაძემ, გიორგი შაშიაშვილმა და ირაკლი ლექვთაძემ. კლუბი მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს.
კლუბმა ასევე ტრანსფერზე დააყენა შემდეგი ფეხბურთელები: გიორგი მერებაშვილი, გიორგი სეთურიძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, გივი კვარაცხელია, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი მიქაბერიძე და დავით ხოჭოლავა”- ოფიციალურად იუწყება “დინამოს” პრესსამსახური.