ფეხბურთი

13:34 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” კონტრაქტები 6 ფეხბურთელს გაუფორმა

საფეხბურთო კლუბმა თბილისის “დინამომ” თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 6 ახალი ფეხბურთელის დამატება დაადასტურა.

სეზონის განახლების შემდეგ, “დინამოს” ღირსებას დაიცავენ მეკარე ნიკა დაუშვილი, მცველი გიორგი ხიდეშელი, თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე, ნახევარმცველები გიორგი ჯანელიძე, თორნიკე გორგიაშვილი და მათე ცინცაძე. ექვსივემ კლუბთან კონტრაქტები უკვე გააფორმა, მაგრამ მათი ხანგრძლივობა უცნობია.

აქამდე, 24 წლის დაუშვილი თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” გამოდიოდა, მისი თანაგუნდელი და “ვეტერინართა” კაპიტანი იყო 25 წლის ჯანელიძე. გორგიაშვილი 25 წლისაა და ბოლო “ზესტაფონში” ირიცხებოდა. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საშემოდგომო ეტაპი ქუთაისის “ტორპედოში” ერთად გაატარეს 25 წლის ხიდეშელმა და 19 წლის ცინცაძემ. 29 წლის მოდებაძე “დინამოში” გადასვლამდე გორის “დილაში” გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.110443