ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურის გვიანი მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართა. ლიდერმა “დინამომ” გაურკვევლობაში მყოფ “გურიას” უმასპინძლა. პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, მაგრამ მაინც 3:1 მოუგო და მდევარ “ჩიხურას” უკვე 6 ქულით გაუსწრო. მოგეხსენებათ, დინამოელები წლევანდელ სეზონში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და ისიც “გურიასთან” (1:2). ასე რომ, რევანში შედგა.
მანამდე ქუთაისში “ტორპედომ” ცხინვალის “სპარტაკს” 1:0 სძლია და ზედიზედ 5 წაგების შემდეგ ნავსი გატეხა.
დღის ადრეულ შეხვედრებში, ვაკეში “სიონმა” “ზუგდიდს” მინიმალური ანგარიშით მოუგო, ხოლო “ვიტ ჯორჯიამ” სამტრედიაში “მერანს” აჯობა.
მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:0
ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ნიკა კვასხვაძე (48), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (62)
სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ლადო ახალაია (63)
მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 გიორგი კორიფაძე (12), 1:1 ლაშა ღონღაძე (20), 1:2 ნიკოლოზ მაისურაძე (76)
ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 თორნიკე კაპანაძე (20)
დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 ვილი ისიანი (29), 1:1 ჩისკო (58), 1:2 გიორგი მერებაშვილი (79), 1:3 ჯაბა დვალი (89)
1 | დინამო (თბ) | 15 | 11 | 3 | 1 | 37:12 | 36 |
2 | ჩიხურა | 15 | 9 | 3 | 3 | 33:21 | 30 |
3 | გურია | 15 | 8 | 0 | 7 | 17:21 | 24 |
4 | დილა | 15 | 6 | 5 | 4 | 20:14 | 23 |
5 | მეტალურგი | 15 | 6 | 5 | 4 | 20:19 | 23 |
6 | ზესტაფონი | 15 | 6 | 4 | 5 | 17:12 | 22 |
7 | ტორპედო | 15 | 6 | 4 | 5 | 18:15 | 22 |
8 | სიონი | 15 | 6 | 4 | 5 | 19:18 | 22 |
9 | ვიტ ჯორჯია | 15 | 5 | 3 | 7 | 19:23 | 18 |
10 | მერანი | 15 | 4 | 1 | 10 | 14:30 | 13 |
11 | სპარტაკი | 15 | 3 | 1 | 11 | 11:24 | 10 |
12 | ზუგდიდი | 15 | 1 | 5 | 9 | 5:20 | 8 |
მეგოლეები:
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)
8 – დორინ გოგა (“დინამო”)
7 - ჩისკო (“დინამო”)
6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)
4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)
3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა