ფეხბურთი

22:03 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” “გაგრას” 6 გოლი გაუტანა

თბილისის “დინამომ” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ლიგის ბინადარ “გაგრას” უმასპინძლა და მეტოქეს ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 დაამარცხა.

“დინამოს” პრეს-სამსახურის ცნობით, თბილისელებმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს. დავით ხოჭოლავას გადაცემის შემდეგ, მეტოქის კარი მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩენილმა ელგუჯა გრიგალაშვილმა აიღო. ხუთ წუთში წონასწორობა ჯონი ჯერემიამ აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

“დინამომ” მე-2 ნახევარი გაცილებით აქტიურად დაიწყო და უკვე 49-ე წუთზე დავით კვირკველიამ გუნდი წინ გაიყვანა. ზუსტად ერთ წუთში ხოჭოლავამ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:1. სპარინგ-შეხვედრის 55-ე წუთზე მეტოქის კარი ლევან ხმალაძემ აიღო, ათიოდ წუთში კი ხოჭოლავამ დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში კვირკველიამ 75-ე წუთზე დააფიქსირა – 6:1.

 

“დინამო” – “გაგრა” 6:1

დინამო: ლორია (ზარქუა, 46), ჩისკო, ძარია (ხმალაძე, 46), გველესიანი (ლექვთაძე, 57), მერებაშვილი (კვირკველია, 46), ხოჭოლავა (მიქაბერიძე, 65), გლიშიჩი (კაკაბაძე, 81), ხურცილავა (უსტარიცი, 57), გრიგალაშვილი (სეთურიძე, 57), პაპავა (შინდაგორიძე, 65), კვარაცხელია (შაშიაშვილი, 46)

გოლები: 1:0 გრიგალაშვილი (14), 1:1 ჯერემია (19), 2:1 კვირკველია (49), 3:1 ხოჭოლავა (50), 4:1 ხმალაძე (55), 5:1 ხოჭოლავა (65), 6:1 კვირკველია (75).

 

მატჩის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=31sR2zGOs3k

0.115567