ფეხბურთი

0:44 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა

თბილისის “დინამოსა” და ბუქარესტის “სტიაუას” შორის გამართული პირველი მატჩის შემდეგ რაც იყო მოსალოდნელი, ის მოხდა – საქართველოს ჩემპიონი ასპარეზობას ევროპის ლიგაზე განაგრძობს.

თბილისური თამაშის შემდეგ, “დინამოს” 0:2 ჩამორჩენა ჰქონდა, რაც სტუმრად გასამართი შეხვედრის წინ ძალიან ბევრია.

ბუქარესტში გამართული მატჩი თბილისელთა აქტიურობით დაიწყო, მაგრამ ტატარუშანუს კართან რეალური სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.

რუმინელებმა პირველივე სახიფათო შეტევა გოლად აქციეს. მარცხენა ფლანგიდან შეტვაში ჩართული ლატოვლევიცი ბურჩეანუმ შენიშნა და თანაგუნდელს კარგი გადაცემა გაუკეთა, გრიგალაშვილმა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ვერ მოახერხა და მასპინძელთა მარცხენა მცველი ლორიასთან პირისპირ აღმოჩნდა. ლატოვლევიცმა მომენტი არ გააცუდა და ანგარიში გახსნა. 3:0 ორი მატჩის ჯამში.

“დინამო” ტაიმის შუაში გააქტიურდა, მაგრამ უშედეგოდ. შესვენებამდე, მასპინძლებს გატანა 2-ჯერ შეეძლოთ, მაგრამ ტანასეს შორეული დარტყმის დროს, ლორიამ შეცდომა არ დაუშვა, ხოლო ტაიმის მიწურულს, ბურჩეანუს თავურის შემდეგ, თბილისელთა კიპერმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა.

ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო მე-2 ტაიმიც. ამჯერად, ამან შედეგი მოიტანა. 47-ე წუთზე, დვალმა სახიფათოდ დაარტყა და ტატარუშანუმ ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტი ჩისკომ შეასრულა, რასაც მასპინძელი მცველების შეცდომა მოჰყვა და უსტარიტცი კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩა. ესპანელმა მცველმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მალევე, ერთწუთიან მონაკვეთში, სტუმრებმა 2 სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მერებაშვილისა და დვალის სახიფათო დარტყმების შემდეგ ანგარიში არ შეიცვალა.

შეხვედრის დარჩენილ ნაწილში თამაშს რუმინელები აკონტროლებდნენ და “დინამომ” საჭირო 2 გოლის გატანა ვერ მოახერხა. შედეგად, “სტიაუა” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ითამაშებს, ხოლო “დინამო” – ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს.

 

სტიაუა-დინამო 1:1 (1:0) (პირველი მატჩი 2:0)

ბუქარესტი, “არენა ნაციონალა”

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ, გეორგიევსკი, სზუკალა (გარდოში 46), ჩირიჩეში, ლატოვლევიცი, პინტილი (სტანჩუ 46), ბურჩეანუ, პოპა, იანკუ (პრეპელიტა 56), ტანასე, პიოვაჩარი.

მწვრთნელი: ლაურენტიუ რეგეკამპფი.

დინამო (4-4-2): ლორია, სეთურიძე, კვარაცხელია, უსტარიტცი, კვირკველია, გრიგალაშვილი, ხმალაძე, პაპავა (გოგა 60), მერებაშვილი, დვალი (ვუო 71), ჩისკო.

მწვრთნელი: დუშან უჰრინი.

გოლები: 1:0 ლატოვლევიცი (6), 1:1 უსტარიტცი (48).

გაფრთხილებები: იანკუ 30, პოპა 74 – ხმალაძე 31, გოგა 69, ვუო 77, სეთურიძე 90+2

მსაჯი: კრისტინ იაკობსენი (ისლანადია).

ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 19 (5)-10 (3), კუთხური: 11-5, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-4, ჯარიმა: 18-13.

0.118415