თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” ოდესის “ჩერნომორეცთან” ამხანაგური შეხვედრა არ დაასრულა.
თუ რატომ დატოვეს “დინამოს” ფეხბურთელებმა მოედანი, ამის შესახებ თბილისური კლუბის ოფიციალური “ფეისბუქის” გვერდი შემდეგს იუწყება:
“მატჩის 65 წუთზე, როდესაც “დინამოს” მიჰყავდა შეხვედრა ანგარიშით 1:0 მეტოქის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება, მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად მინდორზე გამოვიდა და თამაშში ჩაერთო სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი. თბილისის “დინამომ” და მისმა მთავარმა მწვრთნელმა ეს ფაქტი სამართლიანად მიიჩნია ჩვენი კლუბის უპატივცემულობად და ჩვენმა ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ორგანიზატორები სრულად იზიარებენ თბილისის “დინამოს” პოზიციას”.