21 ივნისს თბილისის “დინამო” თურქული შეკრებიდან დაბრუნდა. გუნდს 2 დღით დასვენების საშუალება ჰქონდა, დღეს დილით კი ფეხბურთელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს.
დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გამთენიისას გუნდი გეზს ჰოლანდიისკენ აიღებს, სადაც 8 ივლისამდე მოემზადება. “დინამო” დაბა ჰოენდერლოოში, სასტუმრო HOTEL VICTORIA-ში იცხოვრებს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მზადების ერთ-ერთ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრები გუნდიც იმყოფებოდა. გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლავთ:
გიორგი ლორია, ომარ მიგინეიშვილი, ნიკა დაუშვილი, ლაშა თოთაძე, ლაშა შერგელაშვილი, დავით ხურცილავა, საბა ლობჟანიძე, გიორგი გველესიანი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი მერებაშვილი, გიორგი ჩირგაძე, მათე ცინცაძე, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი ხიდეშელი, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი, ირაკლი ძარია, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ოთარ მარცვალაძე, პატრიკ ვუო, მარიო ლიჩკა, რაფა ჯორდა.
გუნდს სავარაუდოდ 2 ივლისს შეუერთდება ჩისკო მუნიოსი, რომელსაც ტრავმა აწუხებს.
P.S. “დინამოს” 25 ივნისს დაემატება გიორგი ჯანელიძე, რომელსაც საფეხბურთო კლუბი “დინამო