ფეხბურთი

11:16 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” “ვიტ ჯორჯიასთან” დამარცხდა

ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის “დინამომ” “ვიტ ჯორჯიასთან” საკონტროლო მატჩი გამართა და 2:3 დამარცხდა.

დინამოელთა პრეს-სამსახურის ცნობით, მასპინძელთაგან გოლები ჯიქიამ (საჯაიას პასით) და ჯანელიძემ გაიტანეს, რომელმაც საბანაძის წაქცევისთვის დანიშნული 11 მეტრიანი ზუსტად შეასრულა.

ცნობისთვის, “დინამოს” საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მყოფი 9 ფეხბურთელი აკლდა: მიგინეიშვილი, გველესიანი, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, ძარია, ჭანტურია, ჩირგაძე, პაპავა და ცინცაძე ეროვნულ ნაკრებში ემზადებიან. გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის კაპიტან ჩისკო მუნიოსსაც.

“დინამოს” შემადგენლობა შემდეგი გახლდათ: დაუშვილი, მჭედლიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, საჯაია, შერგელაშვილი, ჯანელიძე, ლობჟანიძე, ჯიქია, საბანაძე, მესხი

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, სარიშვილი, ქიქავა, მანაგაძე, ლილუაშვილი, ნემსაძე.

0.116965