დღეს, თბილისის “დინამო” თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება. დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შემადგენლობაში 20 ფეხბურთელია.
ესენი არიან; ომარ მიგინეიშვილი, ნიკა დაუშვილი, ლაშა თოთაძე, ლაშა შერგელაშვილი, დავით ხურცილავა, ოთარ კაკაბაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი გველესიანი, გიორგი ჯანელიძე, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი მერებაშვილი, გიორგი ჩირგაძე, ბუდუ ზივზივაძე, არჩილ მესხი, მათე ცინცაძე, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი ხიდეშელი, ჯაბა ჯიღაური და ლაშა პარუნაშვილი.
12 ივნისს გუნდს ჩისკო მუნიოსი შეუერთდება, 14 ივნისიდან – გიორგი ლორია, ირაკლი ძარია, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა და ოთარ მარცვალაძე, მოგვიანებით კი – პატრიკ ვუო.
დინამოელები სამშობლოში 21 ივნისს დაბრუნდებიან.