მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამთავრდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩი. თბილისის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურას” 2:1 მოუგო და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ქვეყნის თასს. თბილისელთაგან გოლები ჩისკომ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს, საჩხერელთაგან გიორგი დათუნაიშვილმა. შეხვედრის უმეტესი ნაწილი დინამოელებმა უმცირესობაში გაატარეს. მე-20 წუთზე მსაჯმა მინდვრიდან გიორგი რეხვიაშვილი გააძევა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის თასის ფინალში შარშანაც ეს გუნდები შეხვდნენ, მაშინ “დინამომ” 3:1 გაიმარჯვა.