6 აგვისტოს, თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ბუქარესტში “სტიაუას” წინააღმდეგ გამართავს. დინამოელთა პრეს-სამასახურის ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელის დუშან უჰრინის გადაწყვეტილებით, რუმინეთში შემდეგი 18 ფეხბურთელი გაემგზავრება:
მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა.
მცველები: გივი კვარაცხელია, უსტარიცი, გიორგი სეთურიძე, დავით კვირკველია, დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი, დარკო გლიშიჩი.
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ჩისკო, გიორგი მერებაშვილი.
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დორინ გოგა, ვუო, დავით ხოჭოლავა.
დინამოელები რუმინეთში 5 აგვისტოს ჩარტერული რეისით გაემგზავრებიან და სასტუმრო Athenee Palace Hilton-ში დაბინავდებიან.
აქვე ვთქვათ, რომ ბუქარესტში გამგზავრებამდე, “დინამოს” ოფიციალური ფან-კლუბის - “გლადიატორები” – წევრები გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ და მეტად პრინციპული შეხვედრის წინ ფეხბურთელები გაამხნევეს.