ფეხბურთი

0:46 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” მზიან ამინდში ჩავიდა და ნისლში ივარჯიშა

თბილისის “დინამომ”, რომელიც საქართველოს დედაქალაქიდან ფარერებისკენ ჩარტერული რეისით დილის 9:00 საათზე გაფრინდა, კუნძულზე რვა საათიანი ფრენის შემდეგ ჩააღწია და ტორსჰავნის სასტუმრო Hotel Føroyar-ში დაბინავდა.

დუშან უჰრინის შეგირდებს ჩაფრენისას მზიანი ამინდი დახვდათ, თუმცა, შემდეგ საგრძნობლად აცივდა და დინამოელებსაც ვარჯიშის ჩატარება ნისლიან ამინდში მოუხდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონმა ფარერების უძლიერეს გუნდ “სტრეიმურს” შინ 6:1 სძლია, დღეს საღამოს კი მასპინძელთა წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ, თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია "დინამოს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე შედგება.

"დინამოს" ვარჯიში ფარერებზე. ვიდეო www.fcdinamo.ge-დან

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=HS7P00lmQRU#at=12

0.286187