კალათბურთი

20:13 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ფინალშია და მეტოქეს ელოდება

 

მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალის მე-9 გათამაშების ჯგუფური ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა. უკვე დასრულდა “დინამო” – “შსს აკადემიას” შეხვედრა. ჯგუფში გამარჯვება “დინამოს” ჰაერივით ჭირდებოდა, რომელიც წარმატების შემთხვევაში ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებდა. ფავორიტად, რა თქმა უნდა, “დინამო” ითვლებოდა, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ამ ტურნირში “შსს აკადემია” მეორე შემადგენლობით ასპარეზობს. როგორც მოსალოდნელი იყო, “დინამომ” დიდი ანგარიშით 91:59 შეძლო მეტოქის დამარცხება, ფინალში გავიდა და მეტოქეს ელოდება, რომელიც “არმია” – “სოხუმის” შეხვედრაში გაირკვევა.

“დინამო” – “შსს აკადემიას” შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი “დინამოს” უკანახაზელი მიხეილ ჭაჭუა იყო, რომელმაც ყველაზე მეტი 19 ქულა დააგროვა. 16 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, ჩერნოგორიელი ლეგიონერი სტევან მილოშევიჩი. რაც შეეხება “შსს აკადემიას”, ძალოვნების შემადგენლობაში ყველაზე მეტი 16 ქულა შოთა გელაზონიამ მიითვალა.

ამჟამად მიმდინარეობს “არმია” – “სოხუმის” შეხვედრა, რომელიც მეორე ფინალისტს დაასახელებს.

ტექნიკური მონაცემები

“დინამო” – “შსს აკადემია” - 91:59

მეოთხედები

20:11

28:13

18:17

25:18

0.230794