ფეხბურთი

20:13 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” და “ზესტაფონმა” მოიგეს

დღის ბოლოს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურის 2 მატჩი ჩატარდა. შეიძლება ითქვას, “დინამო” – “მერანისა” და “ზესტაფონი” – “გურიას” მატჩებში ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა.

“დინამო არენაზე”, თბილისელებმა მარტვილელებს უმასპინძლეს და 4:2 იმარჯვეს. “ზესტაფონისა” და “გურიას” დაპირისპირებაში, გადამწყვეტი წუთი 87-ე წუთზე დადგა – ირაკლი ქობალიას ზუსტმა დარტყმამ იმერლებს მოაგებინა. 

ქუთაისის "ტორპედო" და "ვიტ ჯორჯია" ერთმანეთში ურთიერთობას ხვალ გაარკვევენ.

 

“დინამო” (თბილისი) – “მერანი” (მარტვილი) 4:2 (1:1)

გოლები: 0:1 ციკოლია (3), 1:1 კვირველია (18), 2:1 კვირკველია (51), 3:1 ძარია (53), 4:1 შულაია (62), 4:2 ვუო (82)

“ზესტაფონი” – “გურია” (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ქობალია (87)

 

1. დინამო 7 5 1 1    15:5 16
2. ჩიხურა 7 4 1 2    15:10 13
3. ტორპედო 6 3 3 0    6:3 12
4. მერანი 7 4 0 3    10:11 12
5. დილა 7 3 2 2    10:8 11
6. მეტალურგი 7 3 2 2    7:9 11
7. გურია 7 3 0 4    6:9 9
8. ვიტ ჯორჯია 6 2 2 2    7:5 8
9. სიონი 7 2 2 3    9:9 8
10. ზესტაფონი 7 2 1 4    6:7 7
11. ზუგდიდი 7 1 2 4    3:10 5
12. სპარტაკი 7 1 0 6    3:11 3

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114566