ფეხბურთი

1:18 | 3.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” “ბრიუგესთან” დამარცხდა

ჰოლანდიურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ბელგიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ “ბრიუგესთან” 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონი პირველი ტაიმის შემდეგ, ვასკესის (მე-15 წუთი) და რეფაელოვის (40) გოლების გამოისობით 0:2 მარცხდებოდა. თბილისელებმა მე-2 ნახევარში მდგომარეობა მცირეოდენ გამოასწორეს და ერთადერთი საპასუხო ბურთი ჯაბა ჯიღაურმა (71) შეაგდო.

დინამოელებს მორიგი სპარინგ-მატჩი 5 ივლისს ელით, მეტოქე კი კიდევ ერთი ბელგიური კლუბი “გენტი” იქნება.

0.119283