ფეხბურთი

16:54 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ანთალიაში ხუთ სპარინგს ჩაატარებს

 

თბილისის “დინამო” მთავარი მწვრთნელის მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით სეზონის განახლებისთვის ანთალიაში მოემზადება.

საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახურის ცნობით, უმაღლესი ლიგის ლიდერი თურქეთში 27 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით მოემზადება და ხუთ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. “დინამოს” მეტოქეების იქნებიან: ოდესის “ჩერნომორეცი”, სპლიტის “ჰაიდუკი”, ჩეხეთის “მლადა ბოლესლავი” და პოლონური “პოდბესკიძიე”. მეხუთე სპარინგპარტნიორის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

8 იანვარს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე “დინამოს” ფეხბურთელებმა ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით დაიწყეს. ისინი 13 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და 15 იანვრიდან სრული დატვირთვით წვრთნას შეუდგებიან.

25 იანვარს, “დინამო” მიმდინარე წლის პირველ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს და ჟვანიას შეგირდების მეტოქე თანაქალაქელი “ვიტ ჯორჯია” იქნება.

ფოტო fcdinamo.ge

0.111263