ფეხბურთი

18:02 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილას” ბრაზილიელი ექსფორვარდი “სკა-ენერგიაშია”

გორის “დილას” ყოფილი თავდამსხმელი ნათან ჟუნიორი კარიერას ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაში” გააგრძელებს.

რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა ინტერნეტგამოცემა sportbox.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “სკა-ენერგიასთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

განვლილი სეზონის წინ, ჟუნიორი “დილაში” რიგის “სკონტოდან” გადავიდა. “სკა-ენერგიას” მთავარი მწვრთნელი ლიტველი ვალდას ივანაუსკასი ბრაზილიელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს, რადგან “დილაში” ერთად უმუშავიათ.


0.113901