ფეხბურთი

15:58 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” თავის ფარმ-კლუბს სძლია

 

თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, გორის “დილამ” ამხანაგური თამაში “დილა 2”-თან ჩაატარა და 4:0 გაიმარჯვა.

გორელთა პრესამსახურის ინფორმაციით, “დილას” მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სოღოლაშვილმა ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:

შეყრილაძე, ორბელაძე, კვახაძე, თომაშვილი, ჯიშკარიანი, გურამ გურეშიძე, რაზმაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კოშკაძე, ვახტანგ კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ლეგაშვილი, გოგინაშვილი, ქარქუზაშვილი, ხიზანეიშვილი, კანდელაკი, გოროზია, ბოლქვაძე, ახალკაცი, სირბილაძე, ბერიაშვილი.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შესვენების შემდეგ, 51-ე წუთზე ანგარიში ლევან კორღალიძემ გახსნა, 58-ე და 70-ე წუთებზე ბერიაშვილმა დუბლი შეასრილა, ხოლო 74-ეზე წერტილი რომან ახალკაცმა დასვა.

0.114332