ლუკა რაზმაძემ გორის “დილასთან” ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დილას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საშემოდგომო ეტაპი საყრდენმა ნახევარმცველმა რუსთავის “მეტალურგში” გაატარა, ხოლო ამჯერად, “დილაში” დაბრუნდა, სადაც კარიერას იწყებდა.
“დილაში” კიდევ ერთი გორელი ფეხბურთელი გივი ქარქუზაშვილი ვარჯიშობს, რომელიც აქამდე მარტვილის “მერანში” გამოდიოდა. ამპლუით მცველი კლუბთან ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
“დილას” პირველ გუნდში დააწინაურეს ილია ლომიძე, რომელიც მანამდე დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.
3 თებერვალს დილა თურქეთში გაემგზავრება, სადაც 11 დღის განმავლობაში მოემზადება. გორელები ანთალიაში სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. მათი ერთ-ერთი მეტოქე სლოვენიის “მარიბორია”. დანარჩენი სპარინგ-პარტნიორების ვინაობა ირკვევა.