ფეხბურთი

2:12 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” გოგუა, რამოსი, ჟუნიორი, არზიანი და მამალაძე დაითხოვა

გორელები ავსტრიას, თურქეთსა და სლოვენიას შორის არჩევენ

გუშინ გორში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გიორგი დევდარიანმა თავისი ახალი შეგირდები ავარჯიშა. ფეხბურთელები გორში 10 დღე დარჩებიან და დღეში ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებენ.

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ: შეყრილაძე, ზუროშვილი, ალადაშვილი, მნათობიშვილი, გორელიშვილი, ილურიძე, გვალია, კახელიშვილი, ჯიშკარიანი, აბურჯანია, მაისურაძე, გოგინაშვილი, ი.ლომიძე, ვ.ხორგუაშვილი, პ.ხორგუაშვილი, მოდებაძე, კვახაძე, ლობე.

ასევე გუნდთან ერთად იმყოფებიან: გიორგი გურული (“ტორპედო“), გიორგი დიასამიძე (“სასკო“) და გიორგი შუშიაშვილი (“სპარტაკი“).

კლუბი უკვე ოფიციალურად დატოვეს: გოგიტა გოგუამ, ლეონარდო რამოსმა, ნათან ჟუნიორმა, ზურაბ არზიანმა და ზურაბ მამალაძემ.

ვარჯიშის შემდეგ, გიორგი დევდარიანმა ჩვენი ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

“დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარეთ და ფეხბურთელები უფრო ახლოს გავიცანი. პირველი ვარჯიშიდან გამომდინარე, გუნდს ეტყობა, რომ ჯერ სათანადოდ მზად არ არის. ეს შეკრება სწორედ იმას ემსახურება, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარი თავის წარმოჩენა შესძლოს.

გუნდში გარკვეული ცვლილებებია. არის რიგი ფეხბურთელებისა, რომლებმაც შარშან “დილას“ წარმატებებში შეიტანეს წვლილი და ასევე, დღეს რამოდენიმე ახალი ფეხბურთელიც შემოგვიერთდა, რომლებზე დაკვირვებაც გაგრძელდება.

შარშანდელთან შედარებით გუნდი საკმაოდ სახეშეცვლილია. მიმდინარეობს მოლაპარაკება რამოდენიმე ფეხბურთელთან და სიახლეების შესახებ ჩვენი გულშემატკივარი უახლოეს ხანში გაიგებს.

ამ შეკრების დასრულების შემდეგ, თვის ბოლოსთვის იგეგმება უცხოური შეკრების მოწყობა, ირჩევა რამდენიმე ვარიანტი: ავსტრიას, თურქეთსა და სლოვენიას შორის. ამ სამიდან იმ ქვეყანაში გავემგზავრებით, სადაც ჩვენთვის მისაღები სპარინგ-პარტნიორები იქნებიან“.

 

“დილას” პრესსამსახური

0.240013