ფეხბურთი

12:21 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” ახალწვეულები წარადგინა

10 აგვისტოს „დილა“ რიგით XXVI ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებაში ჩაებმება. გუშინ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ წინასამატჩო ვარჯიში გამართა. ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან და ცხინვალელებთან ხვალინდელ შეხვედრას მოუთმენლად ელიან.

ვარჯიშამდე კლუბმა ახალწვეულები წარადგინა, რომლებსაც ნომრიანი მაისურები გადაეცათ. ესენი არიან: თორნიკე ზარქუა („ზუგდიდი“ №1), ლაშა ჯაფარიძე („ტირასპოლი“ №14), გიორგი სეთურიძე („მეტალურგი“ №77), დავით ხურცილავა („დინამო“(თბ.) №2), გურამ ადამაძე („ტორპედო“ №3), ნიკა კვეკვესკირი („დინამო 2"(თბ.) №9), გუგა ფალავანდიშვილი („დინამო 2“(თბ.) №5), გიორგი კურმაშვილი (№11), ბაჩანა არაბული („ალკორკონი“ №8), ირაკლი მოდებაძე („დინამო“(თბ.) №15), გიორგი ერისთავი („დინამო 2“(თბ.) №19), ვასიკო ბაჩიაშვილი („დინამო 2“(თბ.) №4), დავით მარიამიძე (№16).

გიორგი კურმაშვილი და დავით მარიამიძე ს.კ. „დილას“ აკადემიის აღზრდილები არიან და ამიერიდან პირველ გუნდში ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „დილა“-„სპარტაკი“-ს მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 17:30 წუთზე დაიწყება.

„დილას“ პრესსამსახური

თეგებიდილა
0.118859