ფეხბურთი

22:41 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” “ვიტ ჯორჯიას” დაუზავდა

თურქული შეკრებიდან სამშობლოში დაბრუნებული გორის "დილა" მზადებას განაგრძობს. გუნდთან ერთად იმყოფება გერმანელი ფიზმომზადების მწვრთნელი თომას კლიმეკი.

დღეს, "დილა" თბილისში "ამერის" სტადიონზე "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდა. იმის მიუხედავად, რომ გორელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მატჩის მოგება მაინც ვერ შეძლეს და მატჩი ფრედ ჩაამთავრეს - 1:1.
სპარინგში პირველები თბილისელები დაწინაურდნენ, მე-7 წუთზე "დილას" ახალი შენაძენის კასპარს იქსტენსის შეცდომის შედეგად ბურთი კარში აღმოჩნდა – 0:1. გორელები კვლავ უტევდნენ და მე-17 წუთზე ლეონარდოს კარგი გადაცემის შედეგად კახელიშვილი ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან და ანგარიშის გათანაბრება აღარ გასჭირვებია – 1:1.
მომენტი ჰქონდათ მაისურაძეს, რომლის შორიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია. არაბულის დარტყმულიც მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს და მატჩის დასასრულს მოდებაძესაც შეეძლო გატანა, თუმცა ახლო მანძილიდან ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოახვედრა. შედეგად, ანგარიში უცვლელი დარჩა - 1:1.
"დილამ" ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: იქსტენსი, ალადაშვილი, კვახაძე, თოთაძე, კვირკველია (კაპ.), გვალია, მაისურაძე, კახელიშვილი, ლეონარდო, ილურიძე, ჟუნიორი.
შეცვლაზე შევიდნენ: მამალაძე, ჯიშკარიანი, ადამაშვილი, ანდრიაძე, გორელიშვილი, გოცირიძე, არაბული, მამუჩიშვილი, სადაღაშვილი, მოდებაძე.
 
www.fcdila.ge
0.126016