ფეხბურთი

13:37 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილა“ თურქეთში გაემგზავრა

30 ივნისს გამთენიისას გორის “დილა” 10-დღიან შეკრებაზე თურქეთში, კერძოდ კი, სტამბულის მახლობლად მდებარე ქალაქ კარტაპეში გაემგზავრა, სადაც გუნდს რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. გორელები აზერბაიჯანულ “სიმურგთან“, ირანის ჩემპიონ “ესტეგლალთან“ და კიდე ერთ გუნდთან ითამაშებენ, რომლის ვინაობაც მოგვიანებით გაირკვევა.

“დილას” პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა თურქულ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი იახლა: რევიშვილი, შეყრილაძე, ლეგაშვილი, ღონღაძე, დოლიძე, ბოლქვაძე, გაბაშვილი, კობახიძე, გაგნიძე, დიასამიძე, გურული, ალექსიძე, ილურიძე, ალადაშვილი, მოდებაძე, კვახაძე, თომაშვილი, გვალია, გორელიშვილი, აბურჯანია, ვ. ხორგუაშვილი, პ. ხორგუაშვილი, გოგინაშვილი, გაბარაევი, სადაღაშვილი. 

0.12534