გორის “დილამ” თურქული შეკრება მარცხით დაასრულა. საქართველოში დაბრუნებამდე რამაზ სოღოლაშვილის შეგირდებმა ბოლო ამხანაგური მატჩი ბოსნიის “სარაევოსთან” ჩაატარეს და 0:1 დამარცხდნენ.
გორელმა ფეხბურთელებმა ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე კრსტე ველკოვსკის დარტყმის შემდეგ გაუშვეს.
„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, კვახაძე, თომაშვილი, ჯიშკარიანი, რაზმაძე, კორღალიძე, კოშკაძე, შალამბერიძე, რაჟამაშვილი, ბერიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ლეგაშვილი, გაფრინდაშვილი, გურეშიძე, წიქარიძე, შენგელია, ახალკაცი, სადაღაშვილი.
“დილამ” შეკრებაზე ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ყველა წააგო. გორელები “სარაევოს” გარდა, რუმინულ “ნევოდართან” (0:1), სამხრეთ კორეის “სეონგნამთან” (1:3) და სლოვენიის “მარიბორთან” (0:3) დამარცხდნენ.