ფეხბურთი

21:24 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მიხეილ მესხი” “დილასთვის” იღბლიანად გადაიქცა

გორელებმა სამი დღის წინათ ურთულეს მატჩში ხორვატული “ჰაიდუკი” დაამარცხეს და დაღლილობის მიუხედავად, თუ დებიუტანტ გიორგი დიასამიძეს არ ჩავთლით, ბოლნისელებს საბრძოლო შემადგენლობა დაუპირისპირეს. “სიონის” რიგებში კი რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა - ლანჩხუთის “გურიიდან” გადასული ვეტერანი ალეკო გოგობერიშვილი, 20-20 წლის აჩიკო ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი, რომლებიც ბოლნისელთა კლუბში არენდის პირობით არიან მიწვეული.

თამაშის საწყისი წუთები ნომინალური მასპინძლებისა იყო. 9 წუთის განმავლობაში ბოლნისელებმა 3 სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა მიკუჩაძემ, ახალაიამ და პარუნაშვილმა ვერ ივარგეს. სიონელებმა მაინც იძალეს, მე-11 წუთზე მარჯვნიდან მოაწოდეს კუთხური, თოთაძემ თავით ყველას აჯობა და ანგარიში გახსნა – 1:0.

სტუმრები სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. 39-ე წუთზე კი ბოლნისელთა ცენტრალურმა მცველებმა შეცდომა დაუშვეს, ბურთი დოლიძემ მიიღო და მართალია მისი დარტყმული მერლანმა მოიგერია, დამატებაზე ერთობ ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1.

მეორე ტაიმში კი გორელები უკეთ გამოიყურებოდნენ და ეს კვლავაც მათ დამრიგებელს, გიორგი დევდარიანს უკავშირდება. დიასამიძის ნაცვლად მან მინდორზე დავით ბოლქვაძე გაიყვანა და “დილას” თამაშიც დალაგდა. 77-ე წუთზე კი დოლიძე, ისევ მეტოქე მცველების უყურადღებობის წყალობით, კართან ახლოს დარჩა და მერლანისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:2.

მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაუმატა. დროის ამ მონაკვეთში “სიონი” უტევდა, მაგრამ გორელებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლეს.

სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:2 (1:1)

11 აგვისტო. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 17:30

სიონი: მერლანი, სვანიძე, თოთაძე, ტვილდიანი, ფოფხაძე, განუგრავა, პარუნაშვილი (ჩივაძე 80), გოგობერიშვილი, ზვიად ლობჟანიძე, მიკუჩაძე (ცხადაია 70), ახალაია (უგულავა 75)

მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე

დილა: რევიშვილი, ალადაშვილი, კვახაძე, თომაშვილი, გურული, დოლიძე, მაისურაძე, ილურიძე (გორელიშვილი 82), მოდებაძე (სადაღაშვილი 17), ხიზანეიშვილი, დიასამიძე (ბოლქვაძე 46)

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 1:0 თოთაძე (11), 1:1, 1:2 დოლიძე (39, 77)

გაფრთხილება: მიკუჩაძე (58), პარუნაშვილი (62); ილურიძე (25), კვახაძე (39)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

 

I ტური

ზუგდიდი – ჩიხურა (საჩხერე) 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლაშა ჭელიძე (12), 1:1 ირაკლი ეხვაია (51), 1:2 დიმიტრი ტატანაშვილი (78), 1:3 რატი წინამძღვრიშვილი (90)

 

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 გიორგი მერებაშვილი (27), 1:1 ირაკლი ქობალია (47), 2:1 ჩისკო (90+3)

1 ვიტ ჯორჯია 1 1 0 0 3:0 3
2 ჩიხურა 1 1 0 0 3:1 3
3 დინამო (თბ) 1 1 0 0 2:1 3
4 დილა             
1 1 0 0 2:1 3
5 მერანი 1 1 0 0 2:1 3
6 მეტალურგი 1 0 1 0 1:1 1
7 ტორპედო 1 0 1 0 1:1 1
8 ზესტაფონი 1 0 0 1 1:2 0
9 სიონი 1 0 0 1 1:2 0
10 სპარტაკი
1 0 0 1 1:2 0
11 ზუგდიდი 1 0 0 1 1:3 0
12 გურია 1 0 0 1 0:3 0
0.205101