ფეხბურთი

19:11 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” დევდარიანს 4 ივნისს წარადგენს

გადაწყვეტილია, რომ გორის “დილას” მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გახდება. მისი წარდგენა 4 ივნისს, 13:00 საათზე გორის “თენგიზ ბურჯანაძის” სტადიონზე გაიმართება. როგორც იცით, “დილას” ბოლო ორი წლის განმავლობაში წვრთნიდნენ გია ცეცაძე, თემურ მახარაძე, თემურ შალამბერიძე, გიორგი დარასელია და ვალდას ივანაუსკასი.

“დილა” მომდევნო კვირაში შეიკრიბება და ვარჯიშს დაიწყებს. გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

რაც შეეხება დევდარიანს, ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა და ცოტა დააკლდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლამდე. საქართველოს ჩემპიონატს რაც შეეხება, ბოლოს დევდარიანი 2012 წლის დასაწყისიდან აპრილამდე თბილისის “დინამოში” მუშაობდა.

0.121524