სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა გუშინ გორში “დილასა” და “ვიტ ჯორჯიას” შეხვედრისას მომხდარი ინციდენტი. შეგახსენებთ, რომ საყაიმო ანგარიშისას (1:1) გორელმა გიორგი ბერიაშვილმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩათვალა. კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე კი შელაპარაკებისთვის გააძევა.Aამას გორელი გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა, ისინი მინდორზე გადავიდნენ და მატჩი 12 წუთით შეწყდა. შემდეგ მაინც გაგრძელდა და მშვიდობიანად ჩამთავრდა.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, “დილა” 4 000 ლარ ჯარიმას გადაიხდის, ხოლო კვახაძე 600 ლარს, თანაც 3 მატჩს გამოტოვებს. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს კი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს.