გერმანული “ვოლფსბურგის” პლეიმეიკერმა გუნდში დარჩენის სურვილი ღიად დააფიქსირა. ბრაზილიელს გერმანიაში დარჩენა კი სურს, მაგრამ გადაწყვეტილებას “მგლების” ხელმძღვანელობა მიიღებს.
“ზამთრის არდადეგებზე კარგი განწყობით მივდივარ. გუნდმა კარგი სამუშაო ჩაატარა/ ახლა დასვენება გვჭირდება, შემდეგ კი, ბრძოლა გაგრძელდება.
დავრჩები თუ არა “ვოლფსბურგში”? რა თქმა უნდა, 100%-ით ამ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამას კლუბის მესვეურები გადაწყვეტენ. შემიძლია გითხრათ, რომ “ვოლფსბურგში” ბედნიერი ვარ”, - განუცხადა დიეგომ გერმანულ პრესას.
შეგახსენებთ, რომ ევროპული მედიასაშუალებები დიეგოს ბრაზილიაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.