ფეხბურთი

11:53 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: “კოლექტიურმა თამაშმა შედეგი მოგვიტანა”

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ლონდონში, “ჩელსისთან” 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ უეფას ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

“ფინალში გასასვლელად მაქსიმუმი გავიღეთ და ვფიქრობ, ეს უფლება დამსახურებულად მოვიპოვეთ, ისევე, როგორც “რეალმა”. ფერნანდო ტორესმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ვიცოდით, რომ ჩვენ ნებისმიერ გოლს ორის ფასი ექნებოდა და მის გასატანად უნდა გვებრძოლა. ჩვეული რიტმის მოსაძებნად გარკვეული დრო დაგვჭირდა, მეორე გოლის შემდეგ კი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. დღევანდელი გამარჯვება კოლექტიური თამაშის შედეგია. ჩვენ მოვახერხეთ საოცარ ფინალში გასვლა. ტაქტიკური თვალსაზრისით, პირველ გოლამდე არცთუ კარგი სანახაობა იყო. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა და მალევე მოვახერხეთ წონასწორობის აღდგენა” - თქვა სიმეონემ.

0.121038