მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი დიეგო სიმეონე დიად კლუბთან გამარჯვებამ დიდად გაახარა:
“დიად კლუბთან გამარჯვებამ, რომელსაც უმდიდრესი ისტორია აქვს, უდიდესი სიხარული მოგვგვარა. თუმცა, ცივ გინებას ვინარჩუნებთ, რადგან გვესმის, რომ ეს დასასრული არაა. შევეცდებით, ძალები რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინოთ, რადგან კვირას უკვე სხვა მატჩი გველის.
ჩემს ფეხბურთელებს მოტივაციისთვის არაფრის თქმა სჭირდებათ. მათ სხვა რამ უნდათ: თავდაჯერება, გაბედულება, მაქსიმალურად დახარჯვა და ეს ყველაფერი აქვთ. ჩემი მოთამაშეებით აღფრთოვანებული ვარ. აღფრთოვანებული ვარ იმითაც, რომ ისინი როგორც ერთი გუნდი მუშაობენ.
ადრიან ლოპესმა პირველი ტაიმი საუცხოოდ ჩაატარა. ის, კოკესთან და დავიდ ვილიასთან იდეალურად მოქმედებდა. არა მხოლოდ გამარჯვება მახარებს ძალიან, არამედ, ის ფაქტი, რომ ადრიანმა ფორმის პიკი დაიბრუნა. ვიმეორებ, ახლა ის სხვა ფეხბურთელია. ისეთი, რომელიც მეტი არჩევანის საშუელებას გვაძლევს” – იუწყება სიმეონეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.